თქვენი მოწყობილობის ეკრანის გაფართოება არასაკმარისია

ასოციაცია „თავისუფალი თაობის“ და „სოციალურ მუშაკთა რეგიონალური ასოციაციის“ ერთობლივი პროექტი

„ სოციალური სახლი “

პროექტის შესახებ

ასოციაცია „თავისუფალი თაობა“

„სოციალური სახლი“

„მულტიფუნქციური სოციალური სახლი“ უპრეცედენტო პროექტი ფოთში, რომელელსაც მხარი დაუჭირა მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ხახუბიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ, ფოთის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით, მათ შორის ოპოზიციურმა სპექტრმა! ეს არის ასოციაცია „თავისუფალი თაობის“ და „სოციალურ მუშაკთა რეგიონალური ასოციაციის“ ერთობლივი პროექტი. ორგანიზაციებს ჰყავს სხვადასხვა პროფესიის მაღალკვალიფიციური გუნდი რომელშიც შვედეთის ქალაქ ოსტამარის მიერ, ფოთთან დამეგობრების ფარგლებში დაფინანსებული და Gipa - ს მიერ გადამზადებული, სერთიფიცირებული 15 სოციალური მუშაკიცაა გაერთიანებული. პროექტი ყოფილი ფსიქიატრიული ციხის ტერიტორიაზე განხორციელდება და მასში არაერთი, ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი სოციალური კომპონენტი გაერთიანდება:

  • 1) „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულება“.
  • 2) „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის დღის ცენტრი“.
  • 3) „აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრი“.
  • 4) „ჰიპერაქტიური ბავშვებისთვის პედაგოგიურ-ფსიქოლოგიური საკონსულტაციო ცენტრი“. ნევროლოგი, ფსიქოლოგი და პედაგოგი იმუშავებენ ბავშვთან და მშობელთან ერთობლივად.
  • 5) „არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო ცენტრი“
  • 6) „არასრულწლოვანი დაზარალებულის ფსიქოსარეაბილიტაციო ცენტრი“
  • 7) „მედიტაციის ცენტრი“ სადაც მოხდება არასრულწლოვანი დაზარალებულის და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის შერიგება სპეციალური სტატუსის მქონე სოციალურ მუშაკების მიერ.
  • 8) „ალცჰეიმერით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ცენტრი.“
  • 9) „ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი“
  • 10) „სოციალური საწარმო.“
  • ეს არის არასამთავრობო, სამთავრობო ბიზნეს სექტორის უპრეცედენტო ურთიერთთანამშომლობის შედეგი! ასევე უღრმესი მადლობა ფოთელებს სამოქალაქო აქტიურობისთვის, დარწმუნებული ვარ ბევრი ადამიანი ჩაერთვება, რადგან მოხალისეების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია ამ პროექტის წარმატებით განსახორციელებლად!

    მიმდინარე სიახლეები

    უღრმესი მადლობა სილამაზის სალონ CHANEL -ის არაჩვეულებრივ გუნდს: ნინო ღოღობერიძეს, ცირა ალასანიას და ეკა ციცქარავას, ...

    კითხვის გაგრძელება

    "ცუცა" ფოთის მერის მოადგილემ პაატა ლაგვილავამ მოინახულა და საკვები პროდუქტები გადასცა. ...

    კითხვის გაგრძელება

    უღრმესი მადლობა ფონდს "კეთილი ნება" და მის წარმომადგენელს ქალბატონ თეო ელიაძეს ჩვენი "ცუცას" გახარებისთვის ...

    კითხვის გაგრძელება

    ფოთის საკრებულოს დეპუტატმა თორნიკე ხარჩილავამ ჩვენი ბენეფიციარი მოინახულა და მას საკვები პროდუქტები მოუტანა. ...

    კითხვის გაგრძელება

    ექიმი ფსიქიატრი, ნარკოლოგი, ექსპერტი ბატონი ზაზა გუნცაძე და მისი მეუღლე, ფონდი ქველმოქმედი-2015 ის დირექტორი ქალბატონი იამზე ...

    კითხვის გაგრძელება

    ფოთის საკრებულოს წევრმა დავით ესებუამ ჩვენი ცუცა მოინახულა და საკვები პროდუქტები, ასევე ჰიგიენური საშუალებები გადასცა. ...

    კითხვის გაგრძელება

    ჩვენი გუნდი

    Card image

    შორენა მირცხულავა

    თავმჯდომარე

    ასოციაცია „თავისუფალი თაობა“