თქვენი მოწყობილობის ეკრანის გაფართოება არასაკმარისია

მორიგი საქველმოქმედო აქცია განხორციელდა ფოთში. ახალგაზრდა მოხალისის, 17 წლის ტერეზა გალსტიანის თაოსნობით მოქალაქებმა გარკვეული თანხა შეაგროვეს

მორიგი საქველმოქმედო აქცია განხორციელდა ფოთში. ახალგაზრდა მოხალისის, 17 წლის ტერეზა გალსტიანის თაოსნობით მოქალაქებმა გარკვეული თანხა შეაგროვეს .ამით შესაძლებელი გახდა მანანა ტაბიძისთვის, რომელსაც ფოთელები „ცუცას“ სახელით იცნობენ და უმეტეს დროს აღმშენებლის ხიდზე, მოწყალების თხოვნაში ატარებს, დახმარება გაეწიათ. მას ტანსაცმელი, ელექტროჩაიდანი, საკვები და ჰიგიენური საშუალებები გადაეცა. ტერეზას განცხადებით ამ ეტაპზე, ცუცას აქვს საკვები პროდუქტები და ცოტა ხნის წინ მთვარი სადარდებელიც უსახლკარობა მოეხსნა, კეთილი ადამიანების დახმარებით მას ყოფილი ფსიქიატრიულის შენობაში საცხოვრებელი ფართი მოუწყვეს .
ახალგაზრდა მოხალისის, ტერეზა გალსტიანის თქმით --"სიკეთე სიტყვებში ქმნის რწმენას. სიკეთე აზრებში ქმნის სიღრმეს. სიკეთე ცხოვრებაში ქმნის სიყვარულს."









ასევე წაიკითხეთ

ფოთის საკრებულოს წევრმა დავით ესებუამ ჩვენი ცუცა მოინახულა და საკვები პროდუქტები, ასევე ჰიგიენური საშუალებები გადასცა. ...

კითხვის გაგრძელება
მორიგი საქველმოქმედო აქცია განხორციელდა ფოთში. ახალგაზრდა მოხალისის, 17 წლის ტერეზა გალსტიანის თაოსნობით მოქალაქებმა გარკვეული თანხა შეაგროვეს » ასოციაცია „თავისუფალი თაობა“